Monday, September 16, 2013

გალაქტიონის პოეზია და სასწავლო გარემო

პროექტის სახელწოდება
გალაქტიონის პოეზია და სასწავლო გარემო
პროექტის მთავარი იდეა /თემა/
მოსწავლეებმა მკვეთრად აღიქვან გალაქტიონისეული პოეტური სივრცე და შექმნან შესაბამისი გარემო.
პროექტის აქტუალობა
პროექტი აქტუალურია იმდენად, რამდენადაც მოსწავლე წარმოსახვიდან რეალურად ქმნის გალაქტიონის სამყაროს, მის შემოქმედებით გალაქტიკას და ყოველივე ამის თანამონაწილე ხდება.


პროექტის მიზნები და შედეგები
პროექტის მიზანია გალაქტიონის პოეზიის მონოგრაფიული  ცოდნა წარმოიდგინონ ერთ მთლიანობაში. ამით მოსწავლეებს უყალიბდებათ თემათა სინთეზირების უნარი, რისთვისაც საჭიროა ,მოწავლე  თავად ქმნიდეს იმ ფიზიკურ გარემოს ,რომელიც გალაკტიონის პოეზიას უკავშირდება. მუშაობის პროცესში მოსწავლეთა შორის ყალიბდება თანამშრომლობითი ურთიერთობა და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ზეპირი და წერითი კომუნიკაციების უნარ-ჩვევები
მონაწილეთა ასაკი
17-18 წელი
ვადები /ხანგრძლივობა/
ორი კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას/
მოსწავლეები შეაჯამებენ გალაქტიონის ცხოვრებისა და შემოქმედების ყველა შესწავლილ მასალას როგორც  თეორიულად , ისე პრაქტიკულადაც.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
სახელმძღვანელო, კომპიუტერი, ფოტომასალა, სხვადასხვა მკვლევართა თვალსაზრისი ამა თუ იმ ფაქტთან დაკავშირებით, მოსწავლეთა მიერ შექმნილი ვიზუალური თვალსაჩინოებები, წერითი ნამუშევრები......
პროექტის მსვლელობა /ძირითადი აქტივობები/
 1.თემის შერჩევა  2. პროექტზე  მომუშავე ჯგუფის შექმნა 3.სამუშაო გეგმის განსაზღვრა 4.მოვალეობათა გადანაწილება 5. მუშაობის განხორციელება 6. პროექტის პრეზენტაცია შეჯამება
საგნებან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ისტორია, ხელოვნება, ისტ, მუსიკა.
პროექტის ხელმძღვანელი /მასწავლებელი/
გელა გეგუჩაძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა

პროექტის ვებ-გვერდი /ბლოგი/